ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების გადამტან მანქანებს და ურნებს გადასცემენ
FaceBook
ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკმა ნარჩენების გადამზიდი მანქანების და ურნების შესაძენად 15 მილიონი ევრო გამოყო.
იმერეთის რეგიონის მუნციპალიტეტებს საჩუქრად ნარჩენების გადამზიდ მანქანას და სანაგვე ურნებს გადასცემენ. მუნიციპალიტეტებისთვის მათი გადაცემა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. ამის შესახებ დღეს, ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის სამხარეო გუბერნიაში შეხვედრაზე განმარტეს.

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების გადამტანი ავტომანქანების გადაცემის შესახებ ინფორმაცია შპს "გამა კონსალტინგის" ხელმძღვანელობამ გააცნო.

"გამა კონსალტინგის" დირეტქორის მოადგილის, ზურაბ მგალობლიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა უნდა დაასაბუთონ თუ რამდენი მანაქანა და სანაგვე ურნა სჭირდებათ. მაგალობიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებლია მითითებული იყოს რა რაოდენობის ნარჩენი გროვდება ყოველთვიურად თითოეულ მუნიციპალიტეტში.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ნარჩენების გადამტანი ავტომანქანები ჰყავთ.

"ქალაქს რომ დაეტყოს სისუფთავის ხელი და მოწესრიგდეს ეს პრობლემა, ჩვენ მოთხოვნაში ჩავწერთ სამ მანქანას და 200 ცალ სანაგვე ურნას. ამ დროისთვის გვყავს ორი მანქანა, ძალიან ნაკლებად არის ურნები ჩვენს სოფლებში", - განმარტა ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

"საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკმა 15 მილიონი ევრო გამოყო ნარჩენების გადამზიდი მანქანების და ურნების შესაძენად.  ეს არის პირველი ეტაპი და არ არის სრული მოცულობა. თუმცა, ეტაპობრივად მოხდება მუნიციპალიტეტების დაკმაყოფილება", - განმარტა შპს "გამა კონსალტინგის" დირეტქორის მოადგილემ, ზურაბ მგალობლიშვილმა.

მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, საპილოტედ, დაგეგმილია 227 ნაგვის გადამზიდი მანქანის შესყიდვა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.