ახალი ამბები
დასაქმებულთა უმეტესობა კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს
FaceBook
ეკონომიკის 16 სექტორიდან 12-ში დასაქმებულები კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ.

სტატისტიკას საქართველოში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში 5.7 საათს შეადგენს, სასტუმროებისა და რესტორნების დარგში, საშუალოდ 13 საათი, ხოლო სამშენებლო სექტორში კვირაში 8.9 საათი.

ყველაზე ნაკლებს განათლების სექტორში მუშაობენ, სადაც საშუალო სამუშაო კვირა 29.2 საათია, რაც დღეში 5.84 საათის ტოლია.

ზეგანაკვეთური სამუშაო სხვადასხვა სექტორში:

ტრანსპორტი და დასაწყობება - 48.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი

სასტუმროები და რესტორნები - 48.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი

მშენებლობა - 48 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი

საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 48 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 45.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.7 საათი

მრეწველობა - 44.2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.2 საათი

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 43 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3 საათი

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 42.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.9 საათი

სხვა სახის მომსახურება - 42.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.7 საათი

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 42.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.6 საათი

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 41.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 1.6 საათი

ზეგანაკვეთური მუშაობა, ძირითადად, არ უწევთ შემდეგ სფეროებში:

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 39.2 საათი კვირაში

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 38.9 საათი კვირაში

ხელოვნება, გართობა და დასვენება - 36.6 საათი კვირაში

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 34.2 საათი კვირაში

განათლება - 29.2 საათი კვირაში.

საქართველოში სულ 1.2 მილიონი ადამიანია დასაქმებული, მათგან 818 ათასი დაქირავებულია, 382 ათასი კი თვითდასაქმებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #საქსტატი
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.