ახალი ამბები
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის უსაფრთხოებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს
FaceBook
ამერიკამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას მიაწვდიან.

"ეს იარაღი და აღჭურვილობა პირდაპირ წავა უკრაინის თავისუფლების ფრონტის ხაზზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან",
- განაცხადა ბაიდენმა.

ახალი თავდაცვითი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ ჰაუბიცს, 18 ტაქტიკურ მანქანას და სამ დამატებით კონსტრსაარტილერიო რადარს. აშშ-მ უკრაინას უკვე გაუგზავნა Switchblades, Phoenix Ghost, Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა.

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 86 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეცემა.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა #აშშ
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.