ახალი ამბები
რუსეთი აგრძელებს „აზოვსტალის“ დაბომბვას, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინელი მებრძოლები - ISW
FaceBook

 

"რუსები არ წყვეტენ შეტევას მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ინფრასტრუქტურაზე" - წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“.


გამოცემა ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტზე (ISW) დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტების თქმით, რუსული არმია "აგრძელებს საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს" ფოლადის ქარხანაზე. მათი დასკვნით, "აზოვის" ბატალიონის მეთაურები და რიგითი უკრაინელი მებრძოლები ჯერ კიდევ ქარხანაში იმყოფებიან.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის თავდაცვის ნარჩენები ჯერ კიდევ ქარხანაშია, მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის ევაკუაციისა", - წერს ISW.

ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს აზოვსტალის ფოლადის ქარხნის მიწასთან გასწორებას მისი აღების დასრულების შემდეგ.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ კრემლს შესაძლოა იმედი ჰქონდეს, რომ აზოვსტალიდან და უკრაინის სხვა განადგურებული ინფრასტრუქტურიდან შემოსავლის დაკარგვას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ამოღებული მოგებით აანაზღაურებს.

"აზოვსტალიდან" უკრაინელი მებრძოლების, მათ შორის - დაჭრილების გამოყვანა 16 მაისს მოულოდნელად დაიწყო და 17 მაისსაც გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან 16 მაისს ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო და მარიუპოლის კიდევ 211 მცველი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" მათ "ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი".

16 და 17 მაისს "აზოვსტალიდან" გამოყვანილი ყველა მებრძოლი, დაჭრილებიცა და ჯანმრთელებიც, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.