ახალი ამბები
,,მარიუპოლის გარნიზონმა მისია დაასრულა, დაევალათ სიცოცხლის გადარჩენა'' - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა საბრძოლო მისია და ქვედანაყოფების მეთაურებს დაევალათ პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა.


თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალარის თქმით, უმაღლესმა სარდლობამ შესაბამისი ბრძანება უკვე გასცა.

"მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა აზოვსტალში განლაგებული ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. მიმდინარეობს ოპერაცია ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადასარჩენად",
- განაცხადა ანა მალარიმ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ერთობლივად დაიწყეს ოპერაცია ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროები აზოვსტალის მებრძოლების წინააღმდეგ ყველა ტიპის იარაღს იყენებენ, მათ შორის, აკრძალულ ფოსფორის ბომბებს.

ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ქარხნიდან სრულად არის გაყვანილი ყველა სამოქალაქო პირი, რომელიც შენობაში თავს აფარებდა, ქარხნიდან დაწყებულია ჯარისკაცების ევაკუაციაც. "აზოვსტალის" მცველების მესამე ქვეყანაში გადაყვანა უკრაინულ და რუსულ მხარეებს შესთავაზა თურქეთმა.

უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.