ახალი ამბები
"სამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა" - აშშ-ს საელჩო გვარამიას დაკავებაზე
FaceBook
ამერიკის საელჩო საქართველოში, ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელი, 16 მაისის გადაწყვეტილება, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

"დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მიუთითებს, რომ ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებამ "შემაშფოთებელი პრაქტიკა" უწოდა სამართალდამცავი სტრუქტურების დამოკიდებულებას მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ.

"შერჩევითი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო მოუწოდებს მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.

ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს. მას ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.