ახალი ამბები
„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს კულტურული დედაქალაქის დანიშნულება“ - პრეზიდენტი
FaceBook
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ,,ქარავან არტ ფორუმი" გაიხსნა.


ქუთაისი ფესტივალს მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის პირველი დღე ფრანგი, ქართველი, უკრაინელი და სხვა თანამედროვე არტისტების გამოფენას დაეთმო, რომელიც ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა. გახსნის ცერემონიალს ქალაქის პირველ პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

"მიხარია, რომ ეს (ფესტივალი) ტარდება ქუთაისში, რადგან მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი მთავარი დანიშნულება, როგორც საქართველოს კულტურული დედაქალაქის. აქაც ვხედავ სამომავლო ნიშნებს, რომ აქეთკენ მივდივართ",
- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ე.წ. გაცვლითი გამოფენების მნიშვნელობას ქართველ და ევროპულ ხელოვანებს შორის და აღნიშნა, რომ ასეთი კულტურული აქტივობები საქართველოს "აბრუნებს ევროპის გულში, სადაც ის არის და უნდა იყოს".

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ წარმოდგენილი არიან უკრაინელი ხელოვანები, რომლებიც მართალია, ახლა
ჩვენს გვერდით ვერ არიან, მაგრამ წარმოადგენენ უკრაინას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,ქარავან არტ ფორუმი" პროგრამა "ქარავანსარაის" ფარგლებში ხორციელდება და მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დაარსდა პარიზში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. მისი მიზანი კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.

ქუთაისში "ქარავან არტ ფორუმი 2022" 12-დან 15 მაისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

პირველად ,,ქარავან არტ ფორუმი" 2016 წელს ჩატარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.