ახალი ამბები
ერაყელი სტუდენტები პროტესტის ნიშნად ლექციებზე უარს ამბობენ
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაყელმა სტუდენტებმა ბინადრობის უფლების შეჩერების გამო აქცია გამართეს.

ერაყელი სტუდენტები უნივერსიტეტისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განმარტებით, უნივერსიტეტის ადმიანისტრაციას შეუძლია იმ 10 სტუდენტის დახმარება, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში ბინადრობის უფლება შეუჩერა.

"შეგვიჩერეს ბინადრობის უფლება და მიზეზი არ უთქვამთ. მხოლოდ გვითხრეს, რომ ჩვენი საქართველოში ყოფნა საშიშია. ჩვენ არ გვქონია რაიმე პრობლემა, თუნდაც ჯარიმა, რაც ბინადრობის უფლებას შეგვიჩერებდა. ჩვენ არ ვართ საშიში. დღეიდან ვიწყებთ აქციებს, არ ვაპირებთ შევიდეთ ლექციებზე სანამ არ დაგვეხმარება უნივერსიტეტი," - განაცხადა მუსტაფა კარაკულიმ.

აქციაზე მყოფი სტუდენტების განცხადებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაეხმარა 4 ერაყელ სტუდენტს, რომლებსაც გაუგრძელდათ საქართეველოში ბინადრობის უფლება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის განცხადებით, უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთა ერაყელი სტუდენტების დასახმარებლად.

"ამ ეტაპზე უნივერსიტეტს რაც ხელეწიფება მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენ გადავეცით სტუდენტების დახასიათებები და ცოდნის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს. ისევე როგორც 4 ერაყელ სტუდენტზე, რომლებსაც სახელმწიფომ გაუგრძელა საქართველოში ბინადრობის უფლება, იგივე ქმედებები განვახორციელეთ იმ 10 სტუდენტზეც," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძემ.

გასული წლის ბოლოს 8 ერაყელი სტუდენტის მსგავსად, ბინადრობის უფლება 4 სტუდენტს შეუჩერდა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანს ბინადრობის უფლება მიეცათ.

ამავე თემაზე:  

ერაყელ სტუდენტებს საქართველოში ბინადრობაზე უარი ეთქვათ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი
კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა
ჩამოიშალა.
10:46 / 10.07.2025
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.
დღეიდან, 10 ივლისიდან, 2025 წლის გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო
კონკურსში მონაწილეები ჩაერთვნენ.
10:36 / 10.07.2025
დღეიდან, 10 ივლისიდან, 2025 წლის გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები ჩაერთვნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.