ახალი ამბები
"ტორპედოს", სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი დაინიშნება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ჩხეტიანსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. მწვრთნელის გარეშე დარჩენილ გუნდში, ჩხეტიანი ამ პოზიციაზე პირველ პრეტენდენტად განიხილება.

კლუბი ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

კახა ჩხეტიანი კლუბიდან გასული წლის პირველ ნოემბერს გაუშვეს. ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად გუნდის დაბალი შედეგები დაასახელა. მთავარი მწვრთნელის გუნდისთვის ჩამოშორებას გულშემატკივართა მწვავე შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჩხეტიანი გახარიას პარტიის წევრობისთვის დასაჯეს. როგორც ცნობილია, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" სახელით, საკრებულოში შესვლისთვის იბრძოდა.

კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.

რაც შეეხება გუნდის უკვე ყოფილ მწვრთნელს გია ცეცაძეს, მან კლუბი ერთი კვირის წინ დატოვა. ცეცაძის პოსტიდან წასვლას წინ უძღოდა მატჩის დროს მასსა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება. გარდა ამისა, მისი მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ფანკლუბი და პროტესტის ნიშნად მატჩებზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.