ახალი ამბები
აპრილის თვეში საქართველოში 244 293 ტურისტი ჩამოვიდა
FaceBook
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით +184.9%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37.7% პროცენტია.




აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა:


სახმელეთო - 127,068 ვიზიტორი, ზრდა 162,2%

საჰაერო - 85,469 ვიზიტორი, ზრდა 157,5%

სარკინიგზო - 1,041 ვიზიტორი, ზრდა 339,2%

საზღვაო - 1,066 ვიზიტორი, ზრდა 66,8%.

2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820 796 ტურისტი ჩამოვიდა, ზრდა 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით +272.3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია.

წელს 4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ეს მონაცემი +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 % აღდგენილია.

პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო  ფრენები თითქმის ერთი წელი  აკრძალული იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.