ახალი ამბები
"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კლუბი დატოვა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ კლუბი დატოვა.

"ტორპედოს" ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ ცეცაძის განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ, დაკმაყოფილდა.

"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში",
- ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ცეცაძემ კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაწერა, რაც ერთ-ერთ მატჩზე ცეცაძესა და გულშემატკივარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, კლუბის მეპატრონემ დავით კერესელიძემ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მომხდარის მიუხედავად, ცეცაძის განცხადებას ხელს არ აწერდა და მოვლენებზე დასაკვირვებლად დროს იტოვებდა. როგორც ჩანს, 29 აპრილს "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩის დროს მომხდარი მორიგი ინციდენტი, რომელიც ფეხბურთელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერესელიძისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და მან ცეცაძის კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამას დაემატა ისიც, რომ გია ცეცაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლას გულშემატკივრებიც ითხოვდნენ. ფანკლუბის წევრები ცეცაძის მწვრთნელობის პირობებში მატჩებზე დასწრებაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ ცეცაძე პოსტს არ დატოვებდა, გუნდის საგულშემატკივროდ აღარ მივიდოდნენ.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის დაპირისპირება 29 აპრილს, ქუთაისში მოხდა. კონფლიქტი ჯერ სიტყვიერი დაპირისპირებით მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის გამო ქუთაისის "ტორპედო" სოლიდური თანხითა და რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, კლუბს 0:3 წაგება ჩაეთვალა მეტოქე გუნდ "დინამოსთან". სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუნდი 5 მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს, კლუბი ჯარიმის სახით გადაიხდის 6 900 ლარს, მატჩებს გამოტოვებენ და ფულად ჯარიმას გადაიხდიან როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები. ჯამში, ქუთაისის "ტორპედოს" მოედანზე მომხდარი ჩხუბი 10 400 ლარად დაუჯდა.


კომიტეტის 9 პუნქტიანი გადაწყვეტილება ნახეთ აქ:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.