ახალი ამბები
,,აზოვსტალში" 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება'' - ეროვნული გვარდიის მეთაური
FaceBook
მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.


უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის მეთაურის განაცხადებით, ქარხანაში დარჩენილებს შორის 20 ბავშვია.

გვარდიის მეთაურის თქმით, გუშინდელი ევაკუაციის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა ქარხანას კვლავ შეუტიეს და ყველა სახის იარაღი გამოიყენეს.

მეთაურის განმარტებით, საველე ჰოსპიტალი რამდენიმე დღის წინ დაიბომბა და ახლა ყველაზე დიდი პრობლემა დაჭრილი სამხედროების მკურნალობაა.

"სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უკიდურესად მძიმე პირობებში ვუწევთ. ამჟამად 500-მდე მათგანი აზოვსტალშია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს",- განაცხადა ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის მეთაურმა.

30 აპრილს აზოვსტალიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიიდან გაიყვანეს 100-მდე ადამიანი, თუმცა ქარხანაში კვლავ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

მარიუპოლში ქარხანა "აზოვსტალი" ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა. ქარხანა დღემდე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული.

უკრაინაში 68 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.