ახალი ამბები
"გვირილობის" დღესასწაულზე საპატიო ქუთაისელის წოდება 8 ადამიანს მიანიჭეს
FaceBook
"ქუთაისობა - 2022 "-ის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო მოქალაქეების ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა.

საპატიო ქუთაისელის წოდება 8 ადამიანს მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონიალი მერიის თეთრ დარბაზში გაიმართა, სადაც ქუთაისის ახალარჩეულ საპატიო მოქალაქეებს შესაბამისი სიგელები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.

2022 წელს საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ: მწერალი ლერი ალიმონაკი, პროფესორი ოთარ ჭუმბურიძე, საზოგადოება "ქუთაისელის" ღვაწლმოსილი წევრი ჯემალ ხაჭაპურიძე, მეუფე იოანე გამრეკელი, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი, აწსუ -ის რექტორი როლანდ კოპალიანი, პედიატრი ვერა(კუსა) ნოდია.

"დღეს კიდევ 8 ადამიანს მივანიჭეთ საპატიო ქუთაისელის წოდება. თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობთ ქუთაისში, ვიცით მათი ღვაწლი და დამსახურება მშობლიური ქალაქის წინაშე. ვულოცავ მათ დამსახურებულად მინიჭებულ საპატიო წოდებას და მჯერა, კიდევ დიდხანს იქნებიან მშობლიური ქალაქის და თანაქალაქელების სამსახურში," - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება ყოველწლიური ტრადიციაა. საპატიო მოქალაქეების გამოვლენა "გვირილობის" დღესასწაულზე ხდება.

"გვირილობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად, ამ დღეს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.