ახალი ამბები
გარდაიცვალა პირველი ქართველი ოლიმპიელი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი
FaceBook
89 წლის ასაკში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი გარდაიცვალა.
ოლიმპიური ჩემპიონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და უსამძიმრებს ქართულ სპორტულ სამყაროს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
მზია ჯუღელის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ტანვარჯიშის პოპულარიზაციაში. სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი მედეას ოჯახსა და ახლობლებს," - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

მედეა ჯუღელი 1926 წლის 1 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა და სპორტულ ტანვარჯიშში ვარჯიშიც იქვე დაიწყო. 1946 წელს ის ბჯენით ხტომაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ერთი წლის შემდეგ წარმატება გაიმეორა, კარიერის დასრულებამდე სსრკ ჩემპიონის ტიტული კიდევ ხუთჯერ მოიპოვა. სხვადასხვა დროს იყო მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურ შეჯიბრებებში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.

1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, XV ოლიმპიურ თამაშებში მედეა ჯუღელი გუნდურ პირველობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტანმოვარჯიშის კარიერის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს და სსრკ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს, 1991-2005 წლებში საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, 2005 წლიდან კი საპატიო პრეზიდენტი.

მზია ჯუღელი სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე გახლდათ. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის და ღირსების ორდენებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.