ახალი ამბები
საქართველო ევროკავშირს კითხვარის პირველ ნაწილს დღეს უგზავნის
FaceBook
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სავალდებულო კითხვარის ნაწილს, საქართველო ევროკომისიას 2 მაისს გაუგზავნის.


კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც 369 შეკითხვისგან შედგება, პასუხები უკვე მომზადებულია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მთავრობას მის მოსამზადებლად დრო 13 მაისამდე აქვს.

"კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს მას. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის უფრო სექტორული ნაწილი, რომელიც ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 3200 კითხვა. მასზე დაწყებულია მუშაობა და წარდგენის ვადა არის 13 მაისი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილი აღნიშნული კითხვარის მალე გავუზიაროთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს",
- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, კითხვარის მეორე ნაწილის შეკითხვები, პირველი ნაწილის მსგავსად, საზოგადოებისთვის საჯარო გახდება.

საქართველომ ევროკავშირისგან კითხვარი 11 აპრილს მიიღო. დოკუმენტის პირველი ნაწილი 369, მეორე კი 2300-მდე შეკითხვისგან შედგება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 3 აპრილს მოაწერა. მთავრობამ დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს, მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ ევროკავშირის წევრობა დაჩქარებული წესით მოითხოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.