ახალი ამბები
"ქუთაისობა 2022"- ის ღონისძიებების ჩამონათვალი
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქუთაისობის დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

ადგილობრივი თვითმმართველობა წელს, 2 მაისს, ქალაქში 25 ღონისძიებას გამართავს. "გვირილობის" დღესასწაულზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება, იქნება ფოტოგამოფენები, წიგნების, ხელნაკეთი და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. წელს გალა-კონცერტი არ ჩატარდება.

ნახეთ 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:

10:00 - 10:30 - ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს მიერ - ბაგრატის ტაძარი;

10:45 - 11:00 - სამი ოთარის ძეგლის პატივგება - სამი ოთარის ძეგლი;

11:00- 12:00 - საპატიო ქუთაისელთა დაჯილდოება - ოქროს ჩარდახი;

12:00- 12:10 - ფლეშმობი ორმაისობის გახსნა - მერიის მიმდებარე ტერიტორია;

12:00 - 18:00 - ექსპერიმენტორიუმი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მონაწილეობით - ცენტრალური ბულვარი;

12:00 - 18:00 - ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;

12:00 - 18:00 - წიგნების გამოფენა-გაყიდვა - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი;

12:00 - 18:00 - ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთა შორის- ცენტრალური ბულვარი;

12:00 - 18:00 - ფოტოგამოფენა "ქუთაისის ხედები XIX -ის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში - ცენტრალური ბულვარი;

12:00 - 18:00 - გამოფენა "ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები" - ცენტრალური ბულვარი;

12:00 - 18:00 - ფოტოგამოფენა- "კაბინეტური ფოტოხელოვნება ქუთაისში" - ცენტრალური ბულვარი;

12:00 - 18:00 - სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი - ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;

12:00 - 18:00 - თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენა - ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი;

12:00 - 18:00 - ნიღბებისა და პანტომიმის თეატრის მსახიობთა პერფორმანსი - ცენტრალური ბულვარი;

12:30 - ჯომარდობა- თეთრი ხიდი;

12:30 - 17:00 - სასულე ორკესტრისა და საბავშვო სტუდიების კონცერტი - ვერიკოს ბაღთან;

13:00 - 18:00 - ქალაქური სიმღერის ჰანგები - დები იშხნელების ძეგლთან;

13:00 - 18:00 - სპორტული სანახაობები - მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი;

13:00 - 18:00 - საგაზაფხულო გამოფენა - გალერეა "ვარლა";

14:00 - 16:00 - სპექტაკლი "წითელქუდა" - თოჯინების თეატრი;

15:00 - 17:00 - საგანმანათლებლო ღონისძიება, ჰიგიენის კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია - სასტუმრო "ბაგრატი";

17:00 - 18:30 - კლასიკური მუსიკის კონცერტი - მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი;

18:00 - 19:00 - ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი - ვერიკოს ბაღთან;

18: - 18:30 - მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილე - ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

18:00 - 19:30 - ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი - ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

დღის განმავლობაში, ცენტრალურ ბულვარსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში იმუშავებს საბავშვო ატრაქციონები. ცენტრალურ მოედანსა და ბულვარში გაიმართება ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად "გვირილობის" დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.