ახალი ამბები
"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება
FaceBook
მარიუპოლში ქარხანა  "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის სამდივნო ავრცელებს.

სამდივნოს ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობით აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დათანხმდა.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა, ქალაქში თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებს აქამდე ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

მარიუპოლში  ქარხანა "აზოვსტალი" ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა. ქარხანა დღემდე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული.

ქარხანაში გამაგრებული არიან საზღვაო ქვეითები და აზოვის პოლკის მებრძოლები. ქარხნის ტერიტორია მთლიანად დაბომბილია. ზოგიერთი ცნობით, ნანგრევების ქვეშ, მიწისქვეშა თავშესაფრებში, მარიუპოლის დამცველებთან ერთად, რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა აზოვის ზღვის სანაპიროზე 1933 წელს აშენდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ინდუსტრიული ზონაა. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, ქალაქი ქალაქში. ტერიტორია თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია.

ქარხანას აქვს 24 კილომეტრიანი მიწისქვეშა გასასვლელი. ომამდე აზოვსტალში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. აქ საწარმოები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. აზოვსტალის პროდუქტები გამოიყენებოდა გემების, ხიდებისა და ნავთობსადენების ასაგებად. ეს იყო რკინიგზის რელსების ერთადერთი მწარმოებელი უკრაინაში.

ომის დაწყებამდე ქარხანა აწარმოებდა წელიწადში, დაახლოებით, ოთხ მილიონ ტონა ფოლადსა და რკინას. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ქარხნის თანამშრომლებს ტექნიკის გაჩერება მოუწიათ.

უკრაინაში 63 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.