ახალი ამბები
მარიუპოლის წინააღმდეგობა ანელებს რუსეთის წინსვლას 
FaceBook
მარიუპოლის წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთის წინსვლას უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

უკრაინელების  ძლიერმა  წინააღმდეგობამ დაასუსტა რუსული ძალები, აიძულა ქალაქის ალყაში მოქცევისა და ალყის შენარჩუნებისთვის გადაესროლა სამხედრო შენაერთების დიდი რაოდენობა და შეიარაღება. 

თუმცა მარიუპოლის ალყამ განოიწვია დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში - სულ ცოტა 20 ათასი ადამიანია დაღუპული. ასევე დატყვევებულია და რუსეთში ძალით გადაყვანილია ათასობით ადამიანი. 

განადგურდა ინფრასტრუქტურა და ქალაქიდან თითქმის აღარაფერი დარჩა.

უკრაინაში 54 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ერის გენოციდად შეიძლება შეფასდეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.