ახალი ამბები
ქუთაისის მერია - იმ ადამიანებს მაინც ეცით პატივი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

ჯავახიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას წინასწარ შეძენილი ტექნიკური მარილის გამო აკრიტიკებენ.

"ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ზედმეტი ხარჯი იყო. ეს ალბათ იმიტომ, რომ წლების მანძილზე თოვლზე სრიალს მიეჩვია. ახლა აღმოჩნდა, რომ სპეცტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ერთი სიტყვით ბატონო გია, იმ ადამიანებს მაინც ეცით პატივი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და წმენდენ ქუჩებს, რათა თქვენ უსაფრთხოდ და სუფთად გადაადგილდეთ", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერიას არასამთვარობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდით სამუშაოებს უწუნებს.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ კამერების წინ მხოლოდ ქალაქის ცენტრი გაწმინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.