ახალი ამბები
"მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა“ - შალვა პაპუაშვილი
FaceBook
წარმოუდგენელია ადამიანი ხედავდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში, მის ქალაქებში და სოფლებში ხდება და არ შეგაძრწუნოს იმ განსაცდელმა, რომლის წინაშე უკრაინელი ხალხი დგას!
შეუძლებელია რაიმე ახსნა, რაიმე მიზეზი, რაიმე განმარტება ჰქონდეს რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ პარლამენტოს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.



მისი თქმით, ომის გამართლება შეუძლებელია, მითუმეტეს ომის, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ!

„ეს საშინელება უნდა დასრულდეს! ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმე საყურებელია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საკუთარ თავზე 1990-იანი წლებში და 2008 წელს არაერთხელ გამოვცადეთ ომის საშინელება. უკრაინელებო, საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და პირადად მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც რიგითი ადამიანი, თქვენს გვერდით ვდგავართ. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, სიმტკიცით, გაუტეხელობით. თქვენს გმირულ თავგანწირვას მომავალ თაობებს მოუყვებიან.



განსაცდელი დროებითია. თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს, ვინაიდან სიმართლე თქვენს მხარესაა. დიდება და მშვიდობა უკრაინას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიან.

საპარლამენტო დელეგაციამ წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკიმ ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა.

უკრაინაში 53 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.