ახალი ამბები
ქუთაისის მერია ჟურნალისტებს საშვის გარეშე საკრებულოს სხდომაზეც აღარ უშვებს
FaceBook
ქუთაისის მერია ისევ უარს ამბობს ჟურნალისტებისთვის მრავალჯერადი, ვადიანი საშვების დამზადებაზე, რაც მედიის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდვის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მისცემდა.

მერიაში შესვლის აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგაც, ქალაქის მერს არ აქვს პასუხი, რას ემსახურებოდა ერთჯერადი საშვთა სისტემის შემოღება და რატომ არ ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველობა ჟურნალისტებისთვის შესაბამის ბარათებს.

"საშვი აიღეთ და მობრძანდით. ამისთვის გემსახურებათ ჩვენი მისაღები",
- ამბობს ქუთაისის მერი.

საშვის ამოწერის მოთხოვნას ხმაური მოჰყვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც. საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ თქვა, რომ ყველა ჟურნალისტს, იმის მიუხედავად, გაიარა თუ არა პროცედურები, უფლება ჰქონდა სხდომათა დარბაზში ასულიყო.

იოსებ ხახალეიშვილი დიდი ხანია მედიის შეკითხვებს აღარ პასუხობს. იგი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმად მხოლოდ ფეისბუქ ლაივებს ირჩევს, ისიც, რამდენიმე თვეში ერთხელ. მერიის პრესსამსახურმა გააუქმა ქალაქის მერიაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მედიის ინფორმირების პრაქტიკა და მედიასაშუალებებისთვის მხოლოდ გადაღებული მასალის მიწოდებით შემოიფარგლება.

ქუთაისის მერი ესწრება საკრებულოს სხდომებს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ, არასდროს პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. ქუთაისის მერმა მედიასთან ურთიერთობა არაოფიციალურად გაწყვიტა.

ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება გასული წლის 7 აპრილიდან შეუზღუდა. ამის შემდეგ, მედიის წარმომადგენლები შენობაში დაუბრკოლებლად შესვლას მხოლოდ საკრებულოს ხდომაზე ახერხებდნენ, სხვა დროს აუცილებელი იყო პრესსამსახურთან სატელეფონო ზარით შეთანხმება და ნებართვის მიღება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ქუთაისის მერია ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად ჩაკეტილი სივრცე აღმოჩნდა.

მერიის ამ გადაწყვეტილებაში, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევის რისკები იმთავითვე დაინახეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი თვლის, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემას ერთჯერადი საშვის ამოწერა ჯობია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.