ახალი ამბები
ქუთაისის მერიას არ აქვს გეგმა როგორ ჩატარდება ,,გვირილობა'' მოკრძალებულად
FaceBook
ქუთაისში, "გვირილობის" დღესასწაული წელსაც ისევე, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოკრძალებულად აღინიშნება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. 

"წელს გვინდოდა პომპეზრად აღგვენიშნა, მაგრამ უკრაინის ომის გამო თავს შევიკავებთ. დღესასწაულზე იქნება ბანერები "გვირილობის" და უკრაინის, ეს იქნება ჟესტი სოლიდარობის",
-  განაცხადა ქალაქის მერმა ფეისბუკში "ლაივ "ჩართვისას.

ორმასიობამდე  17 დღეა დარჩენილი. თუმცა, მერიაში  ჯერ გეგმაც არ  აქვთ თუ რა კონკრეტული ღონისძიებები ჩატარდება და შესაბამისად, ამ ღონისძიებების განსახორციელებლად ტენდერიც არ  აქვთ გამოცხადებული. 

"გეგმა ამ წუთას არ გვაქვს, თუმცა არის მონახაზი და ზუსტდება'',- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. 

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველელობაში ახალი არ არის ის, რომ სხვადასხვა დღესასწულებზე ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა, მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ქვეყნდება.

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად "გვირილობის" დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.