ახალი ამბები
იმერეთის რეგიონის 8000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
FaceBook
ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.


ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროსადენებზე დაზიანებები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში წუხანდელმა ქარბუქმა გამოიწვია.

"ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში განმარტავენ, რომ ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს და ფიდერების ჩართვა დღის ბოლოსთვის მოხდება.

"გუშინ ჩვენმა ჯგუფმა ყველა ტექნიკური დაზიანება აღმოფხვრა. თუმცა, წუხელ ძლიერმა ქარბუქმა სამტრედიისა და ვანის აბონენტები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რადგან ძლიერი ქარის შედეგად ავარიული გამორთვები დაფიქსირდა", - განმარტავენ "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.