ახალი ამბები
"სასტუმროსთვის უფრო მისაღები იქნება" - იოსებ ხახალეიშვილი მერიის შენობის გასხვისებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისება იგეგმება, - ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს მოსაზრება და , რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ლოგიკური არის გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, რომ ალბათ, ეს შენობა და ეს მოცემულობა უფრო მეტად სასტუმროსთვის მისაღები იქნება, ვიდრე ადმინისტრაციული შენობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ვიფიქროთ ამ შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით და გარკვეულ პროცესში ვართ რომ მოვამზადოთ ასე რომ ვთქვათ პირობები.

თუმცა, გადაწყვეტილი ეს საკითხი არ გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ ეს განიხილება ერთ-ერთ ვერსიად და ჯერ-ჯერობით კონკრეტული, რაიმე გადაწყვეტილება, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობა იყიდება ჩვენ მიღებული არა გვაქვს. ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება",
- განაცხადა ქალაქის მერმა ფეისბუკში ონლაინ ჩართვისას.

მისი თქმით, შენობის გასვისებასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიციასთან ასევე, მოქალაქეებთანაც იმსჯელებენ.

მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა დროს გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდნენ.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც ქალაქის საკრებულო, იმერეთის მხარის ადმინისტრაცია და მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე

ქუთაისელები მერიის შენობის შესაძლო გასხვისებაზე - ვიდეოგამოკითხვა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.