ახალი ამბები
უკრაინაში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება
FaceBook
საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართულ კონსულტაციაზე ერთი დელეგაციის შეჯერება ვერ მოხერხდა, შესაბამისად გადაწყდა, რომ საქართველოდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე.

ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაჰყვება პაპუაშვილს უკრაინაში, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში არ იქნებიან.

ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე საპარლამენტო დელეგაცია ჩამოყალიბდება, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკომპლექტებული. მათივე თქმით, სურვილის შემთხვევაში აღნიშნული დელეგაცია ღია იქნება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის.

ოპოზიციურმა პარტია ,,ლელომ'' ორივე დელეგაციასთან გამგზავრების სურვილი გამოთქვა.

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა.

3 აპრილს გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები დახვდათ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.

უკრაინაში  50 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პარლამენტი
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.