ახალი ამბები
ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა
FaceBook
ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში რუსული ჯარის მოქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.

ამ დრომდე ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები ამ შეფასებას რუსეთთან მიმართებაში არ იყენებდნენ.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი ტანკის შევსების უნარი, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოსთვის",
- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის მოქმედებების გენოციდად შეფასების გამო, ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს ნამდვილი ლიდერი უწოდა.

"ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები. მნიშვნელოვანია ყვავს დავარქვათ ყვავი. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე გაგვიწია შეერთებულმა შტატებმა და სასწრაფოდ გვჭირდება მეტი იარაღი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან შემდგომი სისასტიკე",
- დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.


უკრაინაში 49 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში. 3 აპრილს, ოკუპანტების მიერ  გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები დახვდათ. 
უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.