ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა", სახელმწიფო აუდიტის მიერ, ქუთაისის მერიაში 2019-2020 წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა და საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ, შესაბამისის განცხადებით პროკურატურას უკვე მიმართა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

"მაშინ, როცა "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სააკაშვილს ასამართლებს პიჯაკების, გვირგვინების შეძენისა და პრეზიდენტ იუშენკოს მასპინძლობისთვის, ამ დროს ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში მილიონობით ლარის გაფლანგვით იყო დაკავებული. საკუთარ თავებს სოციალურად დაუცველის სტატუსით 382 000 ლარს უწერდნენ, 22 მილიონიანი ახალი ავტობუსები კი შეძენიდან 9 თვეში 594- ჯერ გაფუჭდა.

დასკვნაში ასევე წერია, რომ მილიონობით ლარია გაფლანგული გზებზე, უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე. აქ იკვეთება როგორც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, ასევე გულგრილობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. არ არსებობს დანაშაული, რომელიც ამ აუდიტის დასკვნაში არ ეწეროს, ამიტომ მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი"
, - განაცხადა შუშანიამ.

სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მერიაში ჩატარებული აუდიტის შედეგები 8 აპრილს გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები სოციალურ დახმარებას იღებდნენ, რამაც ჯამში 358 200 ლარი შეადგინა. აუდიტმა ხარვეზები აღმოაჩინა სოციალური პროგრამების მართვაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაში, ქონების გასხვისებაში, შესყიდვების პოლიტიკასა და სხვა მიმართულებებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.