ახალი ამბები
არავითარი იმედი არ არის, რომ რუსეთი თავისით გაჩერდება, მხოლოდ ამის იძულება შეიძლება - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ არ არსებობს იმედი, რომ რუსეთი თავისით გაჩერდება - მას მხოლოდ ამის იძულება შეუძლია.

UNIAN-ის  ცნობით, ამის შესახებ მან სამხრეთ კორეის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"არ არსებობს იმედი, რომ რუსეთი უბრალოდ თავისთავად გაჩერდება.  რუსეთი  უნდა ვაიძულოთ შეწყვიტოს ხალხის დაცინვა, ვაიძულოთ პატივი სცენ მეზობელი ხალხების დამოუკიდებელ ცხოვრებას", - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, ის „ჯერ არ გრძნობს, რომ  ომი შეწყდება“.

"ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. და არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე. ჩვენ სრულად უნდა გავწყვიტოთ კავშირი რუსულ ბანკებსა და გლობალურ ფინანსურ სისტემას შორის. ჩვენ უნდა შევზღუდოთ რუსეთის ენერგორესურსების, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტი. მაგრამ ჩვენ ასევე სჭირდება გლობალურმა კომპანიებმა, რომ შეწყვიტონ ამის სპონსორობა, ბარბაროსულ ძალას, რომელსაც სჯერა, რომ აქვს უფლება გაანადგუროს ხალხების სიცოცხლე, რომელსაც სჯერა, რომ აქვს უფლება დათესოს სიღარიბე, უკანონობა და სიკვდილი მსოფლიოში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „უკვე მივიდა იქამდე, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული და ქიმიური იარაღით“.

როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს, იმ იმედით, რომ დაარღვიოს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობა. 

უკრაინაში ომის 47-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.