ახალი ამბები
"მარიუპოლში, თითქმის ყველა ქუჩაზე იგივე ხდება, რაც მსოფლიომ ბუჩაში ნახა"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მორიგ ვიდეომიმართვაში, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეზე ისაუბრა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა იარაღითა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დახმარებისკენ.

ზელენსკიმ ისაუბრა რუსების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლზე და თქვა, რომ მის ქუჩებში ახლა იგივე სურათია, რაც მსოფლიომ ბუჩაში იხილა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ახლა აპირებს იგივე პროპაგანდა აწარმოოს მარიუპოლთან მიმართებაში, რაც ბუჩას შემთხვევაში გააკეთა და საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მარიუპოლის ქუჩებში ადამიანები უკრაინელმა ჯარისკაცებმა დახოცეს.

"რუსეთის სახელმწიფო და სამხედროები უდიდეს საფრთხეს უქმნიან პლანეტაზე თავისუფლებას, უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების კონცეფციას. ბუჩას შემდეგ ეს აშკარაა. მარიუპოლში, თითქმის ყველა ქუჩაზე იგივე ხდება, რაც მსოფლიომ ნახა ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა ქალაქებში. არსებობს ინფორმაცია, რომ რუსი პროპაგანდისტები ბუჩაში მომხდარზე სარკისებრ პასუხს ამზადებენ, რომ თითქოს მარიუპოლის მსხვერპლები უკრაინელმა დამცველებმა მოკლეს. თითოეული ჯალათი მოიძებნება. გამოვლინდება ნებისმიერი, ვინც გაუპატიურება ან ძარცვა ჩაიდინა. პასუხისმგებლობა გარდაუვალია",
- თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ძლიერი და მამაცია უკრაინელი ერი.

"ამ ომმა გვაჩვენა, რამდენი შეუძლია ჩვენს ხალხს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით - ყველაზე მამაცები მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ გვჭირდება იარაღი გამარჯვებისთვის - ეს იქნება ყველაზე ძლიერი დახმარება", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის უფლების შეჩერებას და თქვა, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ყველა იმ საერთაშორისო პლატფორმას, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა.

უკრაინაში 44 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.  რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.