ახალი ამბები
უკრაინაში ქართველ მებრძოლს ორდენი გადასცეს
FaceBook
უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომარს ორდენი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ორდენი გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს. 

"ხარება დღეს წილად მხვდა პატივი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელით ორდენი გადავცე რატი ბურდულს. მართალია, ყველაფერი წავშალე რატომ და რისთვის მიიღო, მაგრამ ეს ორდენი სრულიად საქართველოსთვისაა გადაცემული უკრაინის მიერ“
, - წერს ოქრუაშვილი მის ფეისბუკგვერდზე.

უკრაინაში არაერთი ქართველი მეომარი იბრძვის. ქართველი მეომრების დანაყოფი ერთ-ერთი ყველაზე დიდია უკრაინაში ჩამოსულ მოხალისეთა საბრძოლო რაზმებს შორის.

ოთხი ქართველი მებრძოლი ომში დაიღუპა. 

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.