ახალი ამბები
„ჩერნიგოვმა გადაარჩინა უკრაინა ნაწილებად დაშლას" - არესტოვიჩი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ჩერნიგოვს (ჩერნიჰივს ეწვია).

მან აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი მსოფლიოსთვის სიმართლის ჩვენება და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა იყო.

არესტოვიჩმა განმარტა, რომ ჩერნიგოვმა რეალურად გადაარჩინა უკრაინა ნაწილებად დაშლას, რითაც ხელი შეუშალა რუს ოკუპანტებს  გზების გადაკეტვაში.

არესტოვიჩის თქმით, რუსული ჯარების უკანდახევას  კრემლი განცხადებებით ამართლებს.

"ჯარების გაყვანით ის თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნას ცდილობს, მაგრამ რეალურად მათ სამხედრო მარცხი განიცადეს", - ამბობს არესტოვიჩი.

უკრაინაში 43 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი ქალაქები და დასახლებული პუნბქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.