ახალი ამბები
„უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს“ - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
FaceBook
„არ არსებობს სცენარი, რომელშიც უკრაინამ შესაძლოა სუვერენიტეტი დაკარგოს“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. 

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას გამარჯვება, ბლინკენმა უპასუხა:

„რა არის გამარჯვება? ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებაა და არ არსებობს სცენარი, რომელშიც ასე არ მოხდება. უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს“.

შტატების სახელმწიფო მდივანის თქმით, ყველაფერ ამას დრო დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში იქნება უზარმაზარი დესტრუქცია და დაიღუპება ბევრი ადამიანი.

„თუმცა, უკრაინელებმა ცალსახად გვიჩვენეს, რომ ისინი ვლადიმერ პუტინის სურვილს არ დაემორჩილებიან," — ამბობს ენტონი ბლინკენი.

ტელეკომპანია NBC-ს ბლინკენმა უთხრა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას უკვე გადასცეს და უახლოეს მომავალში გადასცემენ "თითოეულ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას".

უკრაინაში 43 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.  

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი ქალაქები და დასახლებული პუნბქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.