ახალი ამბები
"შეიძლება სადმე შეაგროვეს, ან ადგილზე მოკლეს" - მარია ზახაროვა ბუჩაზე
FaceBook
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბუჩაში მომხდარზე პასუხისმგებლობას არამხოლოდ უკრაინას, არამედ მსოფლიო ლიდერებს აკისრებს.

სპეციალურ ბრიფინგზე ზახაროვამ გაიმეორა კრემლის რიტორიკა ბუჩას მოვლენების სიყალბედ გამოცხადების შესახებ და თქვა, რომ მოკლული ადამიანები სინამდვილეში იქ "მოაგროვეს" ან ადგილზე თავად უკრაინელებმა მოკლეს.

"შეიძლება სადმე შეაგროვეს ეს მოკლული ადამიანები, ან ადგილზე მოკლეს, ეს არის გასარკვევი. მეთოდები, ფორმები და მიზანი ადვილად გასარკვევია. რუსეთის უდანაშაულობის იმდენი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ კიევის რეჟიმი სწორედაც დამნაშავეა ამაში. ისინიც კი გაჩუმდნენ, ვინც ამას გვაბრალებს, რადგან მათ იციან, რომ ეს აქცია მოაწყვეს უკრაინელმა ნეონაცისტებმა და ფაშისტებმა.

3 აპრილს, მას შემდეგ რაც ბუჩაში ჩავიდნენ უკრაინის უშიშროების წარმომადგენლები, შესაძლოა, სხვა ქვეყნის უსაფრთხოების წარმომადგენლებიც, თითქოს, ამის შემდეგ აღმოაჩინეს მათ ეს მტკიცებულებები, სინამდვილეში კი დანაშაულები შემდეგ მოხდა, რაც იქ შევიდნენ უკრაინელი ბოევიკები და დასავლეთის მედიამ არც კი სცადა შეემოწმებინა ეს ფეიკ ინფორმაცია.

იმავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ამაზე პასუხის უნდა აგოს. ყველა ეს ადამიანი არის ამ მოვლენების თანამონაწილე, რადგან ისინი მხარს უჭერენ იმ დანაშაულებს, რაც იქ მოხდა კიევის რეჟიმის მიერ, ან იმ ძალების მიერ, რომელსაც კიევის რეჟიმი აკონტროლებს ან ვერ აკონტროლებს",
- თქვა მარია ზახაროვამ.

3 აპრილს, რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინელ სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი იყო, მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. ადგილობრივები ყვებიან ოკუპანტების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ათობით ფაქტზე.

უკრაინაში 42 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.