ახალი ამბები
"რუსებმა ქალაქი სიკვდილის ბანაკად აქციეს“ - მარიუპოლის მერი
FaceBook
მარიუპოლის საქალაქო საბჭო ინფორმაციას ავრცელებს და რუსების მხრიდან ქალაქში ჩადენილი დანაშაულების წაშლის მცდელობებზე საუბრობს.
დონეცკის ოლქის ალყაში მოქცეული ქალაქის საბჭოს თანახმად რუსეთი იყენებს კრემატორიუმებს თავისი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების წასაშლელად.

რუსეთის სპეციალური ბრიგადები აგროვებენ და წვავენ მოკლული მაცხოვრებლების ცხედრებს მათი დანაშაულის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.
ბუჩაში მათ ეს ვერ მოახერხეს. რუსული სამხედრო დანაშაულები გამჟღავნდა.

საბჭომ განაცხადა, რომ მარიუპოლში შესაძლოა ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"მარიუპოლში მომხდარი ტრაგედიის მასშტაბები მსოფლიოს არ უნახავს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების დროიდან მოყოლებული. რუსებმა, მთელი ჩვენი ქალაქი სიკვდილის ბანაკად აქციეს", - თქვა მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მარიუპოლში 160 000-ზე მეტ ადამიანს არ აქვს შუქი, კომუნიკაციები, წვდომა მედიკამენტებზე, სითბოსა და წყალზე.

უკრაინაში 42 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 300-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.