ახალი ამბები
"კაცობრიობა იხილავს ახალ ნიურნბერგს ჰააგაში, ან ხარკოვში, ან ირპინში, ან ბუჩაში" - რეზნიკოვი
FaceBook
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო გასამართლდებიან.

მან თქვა, რომ ახალ ნიურნბერგის პროცესს კაცობრიობა აუცილებლად იხილავს.

"ეს არ არის სპეცოპერაცია, ესენი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ისინი ნამდვილი არაადამიანები არიან, რომლებიც ჩადიან დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აუპატიურებენ და კლავენ მათ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაცობრიობა აუცილებლად იხილავს ნიურნბერგის სასამართლო პროცესს, რომელიც ჩატარდება ან ჰააგაში, ან ხარკოვში, ან ირპინში და ან ბუჩაში. დღეს ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ, რომ ახალი ნიურნბერგის სასამართლო პროცესები ჩატარდეს ფაშისტების წინააღმდეგ, ამას გეუბნებით როგორც ადვოკატი",
- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის გაასამართლეს ომის მთავარი დამნაშავეები. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები. 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს და მოკლეს. რუსული ჯარი სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივებს ბუჩაში. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ათობით სამოქალაქო პირის ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული. ადგილობრივები ყვებიან ოკუპანტების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ფაქტებზე.

უკრაინაში 41 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.