ახალი ამბები
მასამართლებენ იმისათვის, რომ რუსეთს არ ჩავაბარე საქართველო - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემ თემაზე - აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე.

ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი, მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს - ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მიმართებაში. მეგობრებო გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი ეროვნული კონსოლიდაციით, ერთიანობით, სიძლიერით სიმშვიდით და სიმტკიცით",
-  განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  მას გამოძიება  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის ჯგუფურად გაფლანგავას ედავება. 

იგი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.