ახალი ამბები
დღეს, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
დღეს, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა
და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასმართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

პროცესს  ორივე ბრალდებული - მიხეილ სააკაშვილიც და თეიმურაზ ჯანაშიაც დაესწრება. 

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის სახელმწიფო საფოსტო
ოპერატორების ასოციაციამ PostEurop-მა რუსეთის ფედერაციის „რუსეთის
ფოსტასა“ და ბელორუსის „ბელპოჩტას“ წევრობის უფლებები
შეუჩერა.
17:21 / 02.07.2022
ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციამ PostEurop-მა რუსეთის ფედერაციის „რუსეთის ფოსტასა“ და ბელორუსის „ბელპოჩტას“ წევრობის უფლებები შეუჩერა.
ზესტაფონში უხვი ნალექის გამო,
ჩხეიძის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარედ არსებული გზა ჩაინგრა.
14:37 / 02.07.2022
ზესტაფონში უხვი ნალექის გამო, ჩხეიძის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარედ არსებული გზა ჩაინგრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.