ახალი ამბები
რუსებმა უკრაინაში სამასადე ძაღლი შიმშილით და წყურვილით დახოცეს
FaceBook
უკრაინის ქალაქ ბოროდიანკას მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში ასეულობით მკვდარი ძაღლი იპოვეს.

მას შემდეგ, რაც რუსი აგრესორებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი გაათავისუფლა ცხოველთა თავშესაფარში მძიმე სურათი დახვდათ.

რუსი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ 300-ზე მეტი მკვდარი ძაღლი იპოვეს.

ომის დაწყების შემდეგ ცხოველები ვოლიერებში იყვნენ გამოკეტილი - საკვებისა და წყლის გარეშე.

485 ძაღლიდან მხოლოდ 150 გადარჩა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 27 ცხოველი სამკურნალოდ კერძო კლინიკებში გადაიყვანეს.

რუსი აგრესორებიდან გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებში დახოცილი და ნაწამები ადამიანების უმძიმესი კადრები ვრცელდება.

გასვლის წინ რუსულმა ჯარმა ქალაქებში დიდი ტერიტორიები დანაღმული დატოვა.

უკრაინაში 40 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები
გადასცა.
17:16 / 16.09.2025
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები გადასცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სასამართლოს განაჩენი
ძალასი დატოვა და  გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით
ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
15:11 / 16.09.2025
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სასამართლოს განაჩენი ძალასი დატოვა და  გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.