ახალი ამბები
"ძნელი წარმოსადგენია სამყარო, რომელშიც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს" - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბუჩაში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ  დახოცვას ეხმაურება და მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

"ძნელი წარმოსადგენია სამყარო, რომელშიც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ ის არსებობს და ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ამას არასდროს დაივიწყებენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.




რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინელ სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ათობით სამოქალაქო პირის ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული. ადგილობრივები ჰყვებიან რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ფაქტებზე.

ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ და მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ კი ბუჩაში გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიწვია. თავის მორიგ ვიდეომიმართვაში მან გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილი პირველი პირები 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის რუსეთის მიმართ მათი დამთმობი პოლიტიკის შედეგი.

უკრაინაში 40 დღეა ომია.
ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ანადგრურებენ და ბომბავენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.