ახალი ამბები
ახლა ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ნატო - დავით არახამია
FaceBook
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმღძვანელის და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, ახლა მათი მიზანია ახალი ნატოს შექმნა.
"ახლა ჩვენი მიზანია,  შევქმნათ ჩვენი ნატო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი არ არის განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმები, თუმცა სურთ უფრო ახლოს გაეცნონ საკითხს და შეაფასონ ყველა რისკი", - აცხადებს დავით არახამია. 

მისი განმარტებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარანტორ ქვეყნებში ასევე იყვნენ თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. ასევე,  ის იმედოვნებს, რომ გარანტორი ქვეყნების ჩამონათვალს ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდება

ამასთან, როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინა არ მოაწერს ხელს არც ერთ დოკუმენტს, სადაც რუსეთის ფედერაციას გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ექნება.

ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსული მხარე უკრაინასთან მოლაპარაკებებისას დაეთანხმა იმას, რომ რეფერენდუმი ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების პროცესში.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შეთხვევაში თუ უკრაინის მოსახლეობა რეფერენდუმზე მხარს არ დაუჭერს ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, არახამიამ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში შეთანხმებას არ ექნება იურიდიული ძალა და უკრაინა ან დაუბრუნდება საომარ ვითარებას ან დაუბრუნდება მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

უკრაინაში 39-ე დღეა ომია.  24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.