ახალი ამბები
გათავისუფლებული ქალაქები უკრაინელებს დანაღმული, მოსახლეობის ნაწილი კი დახვრეტილი ხვდება
FaceBook
რუსმა აგრესორებმა, ყველა ის უკრაინული ქალაქი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ და მათი დათმობა მოუწიათ, დანაღმეს.

ამის შესახებ ბლოგერი დმიტრო კომაროვის ვიდეო იუწყება. ვიდეოში ჩანს, რომ გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში რუსებმა ნაღმები დატოვეს კორპუსების შესასვლელებში, საბავშვო მოედნებზე, ტროტუარებზე.

უკრაინის არმია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ქალაქში დაბრუნების და გადაადგილების დროს იყვნენ რაც შეიძლება ფრთხილად.

ქალაქის ქუჩებში ბევრი მოკლული ადამიანია, ისინი, ვინც ნაღმზე აფეთქდა ან აგრესორებმა დახვრიტეს, ამბობს დმიტრო კომაროვი.

"მამაკაცებს 18- დან 60 წლის ჩათვლით ხვრეტდნენ. ხელებშეკრული დახოცილი ადამიანები ვნახეთ"- ყვებიან უკრაინელი ჯარისკაცები.

მოსახლეობას ერთი თვის განმავლობაში არ ჰქონდათ საკვები. ბუჩაში მალე შევა ჰუმანიტარული დახმარება.

უკრაინულმა არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთით ბევრი ქალაქი და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

უკრაინაში 38 დღეა ომია. თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.