ახალი ამბები
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე ავარიული სახლის აივანი ჩაინგრა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე ავარიული სახლის აივანი და კიბე ჩაინგრა.

შემთხვევა დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, გოგრიჭიანების სახლში მოხდა. მომხდარის დროს ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, რომლებიც უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ.

"მოხუცი ქალი ცხოვრობს სახლში და კიდევ კარგი იმ დროს გარეთ არ იყო, თორემ უბედურება დატრიალდებოდა. მთლიანად ჩამოიშალა აივანი, კიბე და ონკანი. არავინაა პატრონი",
- ამბობენ ადგილობრივები. 

გოგრიჭიანებს ჩამონგრეული სახლის გამაგრება  უკვე თავიანთი ძალებით უწევთ.

გოგრიჭიანების სახლი

რიონის სანაპიროზე, სადაც ათობით ავარიული სახლია, ეს ნგრევის პირველი შემთხვევა არ არის. ოთხი წლის წინ ჩამოიშალა გიორგი ტურაბელიძის ორსართულიანი სახლიც.

"არავინ მოსულა და უკითხავს რა მიჭირდა. იმის გამო, რომ სახლი აღარ მაქვს, ოჯახთან ერთად ნაქირავებში ვცხოვრობ. გამარკვიოს ვინმემ, ნუთუ არაფერი მეკუთვნის?" - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.


გიორგი ტურაბელიძის სახლის ნანგრევები

ქუთაისის მერია რიონისპირა სახლების აღდგენას, წლების წინ გაცემული დაპირების მიუხედავად, დღემდე ვერ ახერხებს. სიცოცხლისთვის საშიში სახლების რეკონსტრუქცია თვითმმართველობამ 2018 წელს ყველაზე მასშტაბურ პროექტად დაასახელა. მაშინ რეაბილიტაციის პროექტირებაზე 944 000 ლარის ღირებულების ტენდერი რეგიონალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სახლებს უნდა ჩატარებოდა, შემდეგ სამუშაოები კათოლიკურ უბანში უნდა გაგრძელებულიყო, ბოლოს კი მთელი ისტორიული ნაწილი უნდა მოეცვა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარი იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.