ახალი ამბები
"წინა ხელისუფლების დროს ინფლაცია უფრო მაღალი იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყანაში ინფლაციის დონეს, წინა ხელისუფლების დროინდელ ინფლაციას ადარებს.

მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს მაჩვენებელი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უფრო მაღალი იყო.

"არ მინდა შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში წლიური ინფლაცია, მაგალითად, 2011 წლის მაისში 14.3% იყო. ანუ, წინა ხელისუფლების დროს ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო"
, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ინფლაცია, გამოწვეულია ჯერ პანდემიით, შემდეგ კი უკრაინაში ომით.

"ჩვენს ქვეყანაში გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გამორიცხულია, რომ გამონაკლისი იყოს, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-ში, ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია - ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე. ამიტომ, ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა სჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ბოლო ერთი თვეა სურსათზე ფასი ყოველდღიურად იმატებს, ამას ემატება პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების დეფიციტი. რეკორდულად იზრდება საწვავის ფასიც.

პრემიერმა ისაუბრა ბენზინისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზეც და შეეცადა მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოში მათი ფასები, სინამდვილეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.