ახალი ამბები
"ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში" - ბაიდენი პუტინზე
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პოლონეთიდან რუს ხალხს მიმართა.

მან რუსეთის მოქალაქეებს გაახსენა ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევა და უთხრა, რომ ყველაზე კარგად მათ იციან და ესმით, რატომ ჩამოიხსნა რკინის ფარდა. მან რუსეთში დემოკრატიის ნაკლებობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა აიღოს მისი გაძლიერების ვალდებულება საკუთარ თავზე. მან ჰკითხა რუსებს: ბავშვებისა და მოხუცების მოკვლა სამართლიანია? გამოსვლის ბოლოს კი თქვა: "ეს ადამიანი (პუტინი) ვერ დარჩება ხელისუფლებაში"

"თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვების და მოხუცების მოკვლა არის სამართლიანობა, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ზესახელმწიფოს ქმედებები. ჩვენ არ შეგვიძლია ტირანს მივცეთ უფლება გვიკარნახოს ახალი წესები, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია რუსეთში და ეს არ არის მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები, საჭიროა მოქმედებები. აი, მე ვტოვებ ევროპას და ვტოვებ მკაფიო სიგნალს, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ ვალდებულება ჩვენ თავზე, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ეს არის უკიდურესად რთული სიბნელე, რომელიც მოსდევს ავტოკრატიას, მაგრამ ის ვერ გადალახავს სინათლეს. თქვენ ხომ გახსოვთ რისთვის დაინგრა ბერლინის კედელი და რისთვის გაიხსნა რკინის ფარდა? ძალა არის ერთად ყოფნაში და ამ ერთად ყოფნამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი. დიქტატორი, რომელიც ისწრაფვის ისტორიას ჩაბარებული იმპერიის აღდგენისთვის, ვერასდროს მოახერხებს მიზნის მიღწევას, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში",
- თქვა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ნატოს ვერ დაასუსტებს, რადგან ნატო ძლიერია და ის კიდევ უფრო გაზრდის თავის ძალებს მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მან ასევე ისაუბრა უკრაინელ დევნილებზე, რომლებიც მან პოლონეთში მოინახულა და თქვა, რომ ძალიან დათრგუნულია ამით, თუმცა, აღფრთოვანებულია პოლონელების გულუხვობით, რომლებმაც გულის კარი გაუღეს უკრაინელებს.

ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ჯო ბაიდენი
მსგავსი სიახლეები
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.