ახალი ამბები
"დახურეთ ცა" - უკრაინელების პერფორმანსი პოლონეთში
FaceBook
"დახურეთ ცა", "შეაჩერეთ უკრაინელი ხალხის გენოციდი" - ამ მოწოდებებით ვარშავაში ათასობით უკრაინელი და პოლონელი შეიკრიბა, რომლებიც ცენტრალურ მოედანზე დაწვნენ.

მათ ამ ფორმით, უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები განასახიერეს, რომელთა დაკრძალვასაც უწყვეტი დაბომბვების გამო ვერ ახერხებენ.

პერფორმანსის მონაწილეები, მოედანზე, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად შეიკრიბნენ და მსოფლიოს მოუწოდეს დახურონ უკრაინის ცა რუსული ბომბებისთვის, რომელიც შეწყვეტს უკრაინელი ხალხის გენოციდს.

უკრაინაში 31 დღეა ომი გრძელდება. ყოველდღიურად იბომბება ქალაქები, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ხალხი სარდაფებს ვერ ტოვებს მეზობლებისა და ნათესავების დასამარხად, რადგან არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნით გამოვიდნენ სამალავებიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.