ახალი ამბები
ქუთაისში ასწლოვან ნაძვებს ჭრიან
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ნაძვებს ჭრიან.

ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ხეები, გარდა იმისა, რომ სუფთა ჰაერს ინარჩუნებდნენ მათ ეზოებში, ერთგვარ ქარსაფარ ზოლსაც წარმოადგენდნენ.

"ჯერ ერთი, რომ ჟანგბადი გვქონდა, მეორეც, ქუთაისი ქარიანი ქალაქია და ეს ნაძვები გვიცავდა. ვერავინ გაბედავს აქ ისევ მოსვლას და ხეების მოჭრას. მოვითხოვთ, მერიამ გააუქმოს ამ ასწლოვანი ნაძვების მოჭრის ნებართვა",
- ამბობენ ადგილობრივები.

ადგილობრივების პროტესტის გამო, ხეების მოჭრის პროცესი შეაჩერეს.

გასცა თუ არა მერიამ ასწლოვანი ნაძვების მოჭრის ნებართვა და რა მიზნით ნადგურდება ასათიანის ქუჩაზე ხეები, ამაზე პასუხს ქუთაისის მერიისგან ველოდებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.