ახალი ამბები
სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი გადადის უკრაინის მხარეს - უკრაინული დაზვერვა
FaceBook
ოკუპანტებს შორის იზრდება მათი რიცხვი, ვინც უკრაინის მხარეს ებრძვის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმს.

ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იტყობინება.

"უფრო და უფრო მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე, არამედ იარაღით ხელში გადადის უკრაინაში, რათა მონაწილეობა მიიღოს პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის არმიამ ვერ აიღო კიევი ან სხვა რომელიმე დიდი ქალაქი, ხოლო ზოგიერთ დროებით ოკუპირებულ დასახლებაზე სრულად კონტროლს დღემდე ვერ ახერხებს. ყველა ეს პრობლემა აისახება ოკუპანტების საბრძოლო სულისკვეთებაზე",
- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 30 დღიანი ომის შედეგად, განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ოკუპანტი ჯარი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.