ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 29-ე დღეს
FaceBook
რუსეთ-უკრაინის ომში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 250-ზე მეტი გაფრენა დაფიქსირდა რუსული ავიაციის მხრიდან უკრაინის მიმართულებით.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტრის მთავარ სამიზნეებად რჩება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები კიევის, ჩერნიჰოვისა და ხარკოვის რეგიონებში.

თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ჩამოაგდო 7 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი, 1 შვეულმფრენი, 2 საკრუიზო რაკეტა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ- უკრაინის ომის ერთი თვის განმავლობაში:

დაიღუპა - 15 800 რუსი სამხედრო

განადგურდა:

530 - ტანკი

1597 - ბრონირებული მანქანა

280 - საარტილერიო სისტემა

47 - მიწა-ჰაერი რაკეტა

108 - თვითმფრინავი

50 - დრონი

1033 - სამხედრო ავტომობილი

4 - გემი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის შეიარაღებული ძალების 86 სამხედრო აქტივს დაარტყა. მათ შორის: 6 სამეთაურო პუნქტს, 2 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 8 საველე საარტილერიო იარაღს და 3 საბრძოლო საცავს.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს 9 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იზიუმის, კიევის, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის მახლობლად.

საერთო ჯამში, რუსების ცნობით, მათ გაანადგურეს:

255 უპილოტო საჰაერო ხომალდი

189 საზენიტო სარაკეტო სისტემა

1564 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

158 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა

612 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები

1367 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 29 დღეა ომი მიმდინარეობს. რუსი აგრესორების უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.