ახალი ამბები
"ველოდებით სერიოზულ ნაბიჯებს ნატოსგან, ევროკავშირისგან და დიდი შვიდეულისგან" - ზელენსკი
FaceBook
"ველოდებით სერიოზულ ნაბიჯებს ნატოსგან, ევროკავშირისგან და დიდი შვიდეულისგან", - განაცხადა დღეს თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის მთავარსარდალი ამბობს, რომ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები იქნება ძლიერი პოზიცია უკრაინისთვის.

"24 მარტს, ევროპაში, ბრიუსელში სამი მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ხალხი გვიჩვენებს, როგორ გვიჭერს მხარს, მაგრამ პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ მხარი თავისუფლებას. ველოდებით სერიოზულ ნაბიჯებს ნატოსგან, ევროკავშირისგან და დიდი შვიდეულისგან. ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს მათი ინტერესების ლობირება. ეს არის ომის ინტერესები. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ ზოგიერთ პარტნიორთან, ვიცით, რომ უნდათ ბოლო მოუღონ ამას",
- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს საგანგებო სამიტზე ონლაინ ჩაერთვება.

დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" სამიტები გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წინასწარ გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც ლიდერები დღეს იმსჯელებენ.

ეს გადაწყვეტილებები მოიცავს: ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში; ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა სფეროში (სახმელეთო, ზღვა, ჰაერი, კოსმოსი და კიბერ სივრცე), უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას, რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია - ჰერცოგოვინასთვის.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვე შესრულდა. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.