ახალი ამბები
ხელისუფლება ოპოზიციას "ომის პარტიის" შემდეგ "შულავერის კომიტეტს" უწოდებს
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას "შულავერის კომიტეტი" უწოდა.

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მან ხელისუფლების მოწინააღმდეგეები გააკრიტიკა და თქვა, რომ რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, არც ერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები არ გამართულა. ამის გამო მან ოპოზიცია მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და მას "შულავერის კომიტეტი" უწოდა.

"რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ასეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი, სრულიად მიუღებელი იყოს ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის "შულავერის კომიტეტი". ამიტომ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე", -
განაცხადა პრემიერმა.

მან სამძიმარი გამოუცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, თუმცა, კითხვაზე მიანიჭებს თუ არა საქართველოს მთავრობა გარდაცვლილ მებრძოლებს ეროვნული გმირის წოდებას, ამაზე პრემიერმა თქვა, რომ ეს საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა უნდა განიხილონ.

რამდენიმე დღის წინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართულ ოპოზიციას "ომის პარტია" უწოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.